Accessibility links

კოვიდ-19-ის სწრაფი გავრცელება აიძულებს ამერიკის ზოგიერთ შტატს უკან დაიხიოს შეზღუდვების გაუქმებისგან


აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა სარეკორდო ზრდა აღინუსხა 26 ივნისს. 40 ათასი ახალი შემთხვევა, რაც სარეკორდო ზრდაა, აიძულებს ბევრი შტატის ხელისუფლებას შეაჩერონ შეზღუდვების და აკრძალვების გაუქმება.

ტეხასის შტატის გუბერნატორმა განკარგულება გასცა დაიხუროს ყველა ბარი, რადგან ამ შტატში 17 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო სამი დღის განმავლობაში. ფლორიდის შტატში ბარებში აიკრძალა ალკოჰოლის მოხმარება. იქ ახალ შემთხვევათა რაოდენობა დღიურად ცხრა ათასს მიუახლოვდა. ეს ორი შტატი მიეკუთვნება რეგიონებს, სადაც ეკონომიკის გახსნა შეჩერდა კორონავირუსის შემთხვევათა ზრდის გამო.

ზოგიერთი მოსაზრებით, რაოდენობის სწრაფ ზრდას განაპირობებს ტესტირების გაფართოება, მაგრამ ზოგიერთ არეალში იზრდება ტესტირების შედეგად დადგენილი დადებითი პასუხების რიცხვი. ტეხასსა და ფლორიდაში იზრდება ასევე ჰოსპიტალიზებულთა რიცხვიც.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ხელს უწყობს ეკონომიკის კვლავ გახსნა და ხალხის მიერ ნიღბების ტარების, ასევე სოციალური დისტანცირების რეკომენდაციების უარყოფა. ტეხასის შტატის გუბერნატორმა, გრეგ აბოტმა, რომელიც აშშ-ში შეზღუდვების სწრაფად გაუქმების ყველაზე აქტიური მომხრე იყო, განაცხადა, რომ ახალ შემთხვევებს ხელს უწყობს „ტეხასელების ჩვევა ბარებში შეიკრიბონ“.

ვაშინგტონში, თეთრ სახლში კორონავირუსის სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა პირველად ბოლო თითქმის ორ თვეში, რათა კოვიდ-19-ის აფეთქების საპასუხო ზომებზე ემსჯელათ. ჯგუფს თავმჯდომარებს ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი ხელმძღვანელობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG