Accessibility links

ირლანდიის ახალი პრემიერი მაიკლ მარტინი გახდა


ირლანდიის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი, მაშინ ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაიკლ მარტინი ცხინვალის რეგიონიდან ტოლვილებს ხვდება. 2008 წლის ნოემბერი

მაიკლ მარტინი არჩეულ იქნა ირლანდიის ახალ პრემიერად პარლამენტის საგანგებო სესიაზე, დუბლინში.

ის სათავეში ჩაუდგა კოალიციას, რომელშიც სამი პარტია შედის. კოალიცია თებერვლის არჩევნების შემდეგ შეიქმნა და მასში შედიან მემარჯვენე-ცენტრისტული ფიანა ფაილი, არჩევნებზე მეორე ადგილზე გასული ლიბერალ-კონსერვატული ფინე გელი, რომელსაც ლეო ვარადკარი ხელმძღვანელობს და მწვანეთა პარტია, რომელიც მესამე ადგილზე დაიკავა.

პრემიერის პოსტზე მარტინი იქნება ორ წელიწად-ნახევარი. შემდეგ პრემიერის თანამდებობას, ამავე ვადით, დაიკავებს ვადარკარი.

თავის გამოსვლაში მარტინმა თქვა, რომ არჩევა „უდიდესი პატივია" და ის პირობას დებს, რომ კოალიციურ პარტნიორებთან ერის პოტენციალის გახსნის მიზნით ითანამშრომლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG