საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 924 გახდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზეა განთავსებული.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ასევე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი: კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა, შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 785 შეადგინა.
კარანტინის რეჟიმში რჩება 2819 ადამიანი, ხოლო სტაციონარში - 230 პირი.
საქართველოში კორონავირუსით სულ 15 ადამიანი გარდაიცვალა.
დაწერეთ კომენტარი