Accessibility links

კოსოვოს პრეზიდენტი 29 ივნისს მიმართავს ერს მის მიმართ 1998-99 წლებში ჩადენილ ომის დანაშაულში წაყენებული ბრალდებების გარშემო


კოსოვოს პრეზიდენტი, ჰაშიმ ტაჩი, კოსოვოს განთავისუფლების არმიის მემორიალთან, 2020 წლის ივნისი

კოსოვოს პრეზიდენტი, ჰაშიმ ტაჩი გეგმავს 29 ივნისს მიმართოს ხალხს მის მიმართ წაყენებული, ომის დანაშაულში ბრალდებების გარშემო. ტაჩის გამოსვლა 28 ივნისისთვის ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ მისი ოფისის თანახმად, გამოსვლა გადაიდო შემდეგი დღისთვის.

ნიდერდანდში, ჰააგაში დაფუძნებული საგანგებო პროკურორის ოფისმა სერბეთის ყოფილი ოლქის პრეზიდენტს და სხვა კოსოვოელებს, 24 ივნისს წაუყენა ბრალდება სავარაუდო ომის დანაშაულსა და დანაშულში კაცობრიობის წინააღმდეგ.

ბრალდებები ეხება შესაძლო დანაშაულს 1998-99 წლებში, კოსოვოს განთავისუფლების ომის დროს, როცა ტაჩი მეთაურობდა მეამბოხეთა არმიას სახელწოდებით, კოსოვოს განთავისუფლების არმია (UCK).

ჰააგაში კოსოვოს საქმეთა საგანგებო კამერის წინასაპროცესო მოსამართლეს ოქტომბრამდე აქვს დრო განსაზღვროს, არის თუ არა საკმარისი მტკიცებულება სასამართლო პროცესის გამართვისთვის იმის საფუძველზე, რა განცხადებაც გააკეთა პროკურატურის ოფისმა.

განცხადების თანახმად, ტაჩი და სხვა კოსოვოელმა პოლიტიკოს, კადრი ვესელი არიან იმ პირთა შორის, ვინც ჩაიდნა თითქმის ასი ადამიანის მკვლელობა და სხვა დანაშაული და რის მსხვერპლიც არიან კოსოვოელი ალბანელები, სერბები, ბოშები ასევე სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები, ასეე პოლიტიკური ოპონენტები.

ვესელის მტკიცებით, ის უდანაშაულოა, ტაჩი აცხადებს, რომ „ისტორიას ვერავინ გადაწერს“.

კოსოვოს პრეზიდენტმა გააუქმა თავისი მგზავრობა ვაშინგტონში, სადაც თეთრი სახლში უნდა შეხვედროდასერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩს, რათა ორ მეზობელს შორის ურთიერთობა მოგვარებულიყო.

სერბეთს თავისი ყოფილი ოლქი, კოსოვო გამოეყო ცალმხრივად 2008 წელს. ის საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილმა აღიარა.

27 ივნისს კოსოვოს პრემიერმა, ავდულა ჰოტიმ განაცხადა, რომ კოსოვო კვლავ ერთგული მოსურნე რჩება სერბეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესისა.

მას მერე, რაც აშშ-ში შეხვედრა გაუქმდა, გერმანიამ და საფრანგეთმა გამოთქვეს მზადყოფნა, ერთად უმასპინძლონ ბელგრადის და პრიშტინის მოლაპარაკებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG