Accessibility links

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაავადდა და 6 გამოჯანმრთელდა


გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 926-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 6 პაციენტი. სულ 926 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებულია 791.

28 ივნისს, საქართველოში COVID-19-ით გარდაიცვალა მე-15 პაციენტი. 82 წლის მამაკაცს კორონავირუსი ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან დაბრუნების შემდეგ დაუდასტურდა. ექიმების ინფორმაციით, არაერთი თანმდევი დაავადების გამო პაციენტის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო.

29 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოს კოვიდ-ცენტრებში მკურნალობენ 120 პაციენტს.

კარანტინის რეჟიმშია 2819 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 230.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG