Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან აქციაზე მოითხოვენ გიორგი რურუას გათავისუფლებას


საქართველოს პარლამენტთან მიმდინარეობს „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას მხარდამჭერების და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია”-ს წარმომადგენლების აქცია. მათ თან აქვთ პლაკატები წარწერებით: „გიორგი რურუა პოლიტპატიმარია“, „თავისუფლება გიორგი რურუას”.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეასრულოს საარჩევნო საკითხებზე ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება და გიორგი რურუა პატიმრობიდან გაათავისუფლოს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ რურუას გათავისუფლება ვერ იქნებოდა უცხოელი დიპლომატების შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ნაწილი, რადგან სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის უფლება არავის აქვს.

იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის ნოემბერში დაკავებული გიორგი რურუას საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. რურუა, რომელსაც აღკვეთის ზომად პატიმრობა აქვს შეფარდებული, აცხადებს, რომ იარაღი პოლიციამ ჩაუდო.

საქართველოს ხელისუფლებისგან გიორგი რურუას გათავისუფლებას პირდაპირ მოითხოვს აშშ-ის კონგრესის და ევროპარლამენტის წარმომადგენელთა ნაწილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG