Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ვოლსკი: საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჩავარდება, თუ ვინმე "ნაცმოძრაობას" არ გაურიგდა


უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი გამორიცხავს, რომ პარლამენტში მესამე მოსმენაზე საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება. ამის შესახებ მან კენჭისყრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, თუ კანონპროექტი ჩავარდა, ეს უმრავლესობის პასუხისმგებლობა ვერ იქნება.

"უმრავლესობის პასუხისმგებლობა ვერანაირად იქნება და საკონსტუუტუციო ცვლილებებიც ვერ ჩავარდება, თუკი ვინმე არ გაურიგდა ნაცმოძრაობას და მათ ქვედანაყოფებს", - თქვა მან.

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ. მათი თქმით, უმრავლესობამ გიორგი რურუა უნდა გაათავისუფლოს და ამ შემთხვევაში მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას.

კენჭისყრის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში რურუას პროცესი იმართება. უმრავლესობა აცხადებს, რომ ოპოზიციას მისი გათავისუფლება არ უნდა, მუდმივად რომ ილაპარაკონ საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის შესახებ.

"მათთვის მთავარია, რომ გავრცელდეს ხმა, რომ პოლიტიკური პატიმარი ჰყავს საქართველოს და მისი გამოშვება დამოკიდებულია არა სასამართლოზე, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. მაგათთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება რურუა. მაგრამ ფიქრობენ, რომ პოლიტიკური ლიდერი ციხეში უფრო მეტი სალაპარაკოა", - თქვა ვოლსკიმ.

დღეს, 29 ივნისს პარლამენტი მესამე მოსმენით კენჭს უყრის საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამ ცვლილებების მიღების შემთხვევაში 77-დან 120-მდე გაიზრდება პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების რიცხვი, მაჟორიტარებისა კი 73-დან 30-მდე შემცირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG