Accessibility links

სომხეთში COVID-19-ით წუხელ 7 პაციენტი გარდაიცვალა


განვლილი დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 482-ით გაიზარდა, ხოლო 7 პაციენტი გარდაიცვალა.

სომხეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ უახლოეს დროში გაამკაცროს კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წესები. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა 26 ივნისს ბრიფინგზე, რომელიც ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეძღვნებოდა.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიის განმავლობაში სომხეთში COVID-19-ით 433 ადამიანი გარდაიცვალა, დაავადებულთა რაოდენობა კი 13 297-ს აღწევს.

ჯანმოს ევროპული რეგიონის დირექტორის, ჰანს ჰენრი კლუგეს, 25 ივნისის ანგარიშის თანახმად, სომხეთი ერთ-ერთია ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის, სადაც გამოიკვეთა COVID-19-ის ზრდის ტენდენცია.

ეპიდემიოლოგიური ვითარება განსაკუთრებით საგანგაშოდ ფასდება ასევე აზერბაიჯანში, ალბანეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, მოლდოვაში, შვედეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, უკრაინასა და კოსოვოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG