Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 ივლისიდან 21 სექტემბრამდე თბილისის მეტრო შემცირებული გრაფიკით იმუშავებს


თბილისის მერია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 1 ივლისიდან 21 სექტემბრამდე მეტროპოლიტენში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, რომლების დასრულების ვადამაც "გლობალური პანდემიის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გამო გადაიწია", მეტრო შეზღუდული გრაფიკით იმუშავებს.

კერძოდ, საუბარია მეტროს ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლის ფარგლებშიც, 450 კმ სიგრძის ძალოვანი კაბელი და 32 გამნიავებელი იცვლება. სამუშაოები 2019 წლის ივლისში დაიწყო.

"მეტროს ძალოვანი კაბელებისა და გამნიავებელი სისტემების დროული შეცვლის მიზნით, თბილისის „მეტროპოლიტენის“ სამუშაო გრაფიკი კვლავ 06:00-დან 23:00 საათამდე შენარჩუნდება", - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG