Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის მოქმედმა პრეზიდენტმა პირველ ტურში ხმათა 45%-ი მიიღო


პოლონეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი ხმათა 82%-ის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ, ანჯერი დუდას 5% დააკლდა გამარჯვების მისაღწევად.

წინასწარი მონაცემებით დუდა, რომელსაც მხარს უჭერს ქვეყნის მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობა“, 45,7%-ს აგროვებს.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულმა ეგზიტპოლმა უფრო დაბალი შედეგი- 41,8% აჩვენა.

ოფიციალური მონაცემებით 28,5 %-ით მეორე ადგილზეა ვარშავის მერი და ლიბერალური „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატი რაფალ ტრჟასკოვსკი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG