Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში 500 000-ს გადააჭარბა COVID-19-ის მსხვერპლთა რიცხვმა


28 ივნისის მონაცემებით, COVID-19-ის მსხვერპლთა რიცხვმა მსოფლიოში 500 000-ს გადააჭარბა, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი 10 მილიონს გასცდა. ამ ვითარების გამო, რამდენიმე ქვეყანა აპირებს გადასინჯოს ეკონომიკის გაღებისთვის შემსუბუქებული ზომები.

აშშ-ში, რომელზეც მსოფლიოს გარშემო დაღუპულთა რიცხვის დაახლოებით მეოთხედი მოდის, რამდენიმე შტატმა აღადგინა შეზღუდვები. კალიფორნიაში, ფლორიდასა და ტეხასში დაიკეტა ბარები და სანაპიროები, ვინაიდან ახალგაზრდების თავშეყრამ ბევრგან გამოიწვია შემთხვევების მატება. ზომების აღდგენაზე მსჯელობენ სამხრეთი კორეა, ბრიტანეთი და კოსოვოც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG