Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსზე რუსეთის და ჩინეთის დეზინფორმაციას ადგილობრივ წყაროებზე მეტი გავლენა აქვს


კორონავირუსის შესახებ რუსეთის და ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას საფრანგეთში, ესპანეთსა და გერმანიაში ზოგ შემთხვევაში უფრო დიდი აუდიტორია ჰყავს სოციალურ მედიაში, ვიდრე მსხვილი ადგილობრივი მედიასაშუალებების მიერ წარმოებულ ახალ ამბებს გლობალური პანდემიის თემაზე - ვკითხულობთ ხალ გამოკვლევაში.

ოქსფორდის ინტერნეტის ინსტიტუტმა (OII) გამოკვლევა გამოაქვეყნა 29 ივნისს. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის საერთაშორისო მედია ქსელის, RT-ს მიერ ტვიტერზე და ფეისბუკზე გამოქვეყნებულ მასალებზე დაახლოებით ხუთჯერ მეტი აქტივობა აღირიცხა, ვიდრე საფრანგეთში წამყვანი გამოცემის, Le Monde-ის სტატიებზე.

ჩინეთის საერთაშორისო რადიომ (CTI) მის სტატიებზე ოთხჯერ მეტი აქტივობა მოიპოვა, ვიდრე ესპანეთის წამყვანმა გაზეთმა, El Pais-მა.

გამოკვლევის თანახმად, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი მედიასაშუალებები ირანიდან და თურქეთიდან ასევე იღებდნენ მიზანში ფრანგულენოვან, გერმანულენოვან და ესპანურენოვან ინტერნეტ-აუდიტორიას. მკვლევრების თქმით, ამ სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი მედიასაშუალებებიდან ბევრი ერთმანეთს უზავებდა "კორონავირუსის შესახებ სანდო, ფაქტებზე დაფუძნებულ მაუწყებლობას და სიცრუეში შემყვან, ან არასწორ ინფორმაციას, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო დიდი დაბნეულობა გამოიწვიოს აუდიტორიაში, რომესლაც COVID-19-ის პანდემიის გაგება სურს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG