Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში ორ მოქალაქეს დაუდასტურდა COVID-19


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბათუმში COVID-19 დაუდასტურდა ორ მოქალაქეს. ისინი სატვირთო ავტომანქანების მძღოლები არიან. ორივე მათგანი ბათუმის ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომებით საზღვრიდან გადაიყვანეს. ერთი საქართველო-თურქეთის საზღვრის სარფის საბაჟოდან, მეორე კი ბათუმის პორტიდან.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, მათ საბაჟოზე მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდათ. ლაბორატორიულმა კვლევამ კი COVID-19-ით ინფიცირება დაადასტურა. პაციენტები მკურნალობას კლინიკა „მედალფაში" გააგრძელებენ.

სამთავრობო ვებგვერდის StopCov.ge-ს ცნობით, 29 ივნისს, დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 926-ია, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 791, გარდაიცვალა 15 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 2809.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG