Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა რუსეთს გაუხანგრძლივა უკრაინის გამო დაწესებული ეკონომიკური სანქციები


ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ექვსი თვით ოფიციალურად გაახანგრძლივეს ეკონომიკური სანქციები, რომლებიც რუსეთს დაუწესდა უკრაინის კონფლიქტში მისი როლის გამო.

ევროპის საბჭომ 29 ივნისს გადაწყვიტა მომავალი წლის 31 იანვრამდე დატოვოს ძალაში შემზღუდავი ზომები, რადგან "კვლავაც არ არის მიღწეული ... სრული განხორციელება" მინსკის შეთანხმებებისა, რომლებსაც აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი უნდა დაესრულებინა - ამბობს საბჭო განცხადებაში.

ევროპის ქვეყნების ლიდერები 19 ივნისს გამართულ სამიტზე შეთანხმდნენ, რომ სანქციებს მას შემდეგაც გაახანგრძლივებდნენ, როცა მათ 31 ივლისს ვადა ამოეწურებოდა.

სანქციები პირველად 2014 წლის ივლისში შემოიღეს, რუსეთის მხრიდან უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში სეპარატისტების მხარდაჭერისთვის კონფლიქტში, რომელსაც 13,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მას შემდეგ სანქციებს, რომელთა ძირითადი სამიზნეა რუსეთის ფინანსური, ენერგეტიკის და თავდაცვის ინდუსტრიები, ყოველ ექვს თვეში უგრძელებენ მოქმედების ვადას.

ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა ასევე უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირებისთვის 2014 წლის მარტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG