Accessibility links

რამდენიმე დღეში ტრენინგების, კონფერენციებისა და გამოფენების გამართვა დასაშვები ხდება


ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ, 6 ივლისიდან ტრენინგების, კონფერენციებისა და გამოფენების გამართვა დასაშვები გახდება. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მან განაცხადა, რომ მათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები უნდა დააკმაყოფილონ.

მისი თქმით, კიდევ არის დარჩენილი რიგი ეკონომიკური საქმიანობები, როგორიც არის ფიტნესცენტრების ფუნქციონირება და აუზების მომსახურება, რომელიც ჯერ ისევ დახურული იქნება.

კორონავირუსის საფრთხის გამო საქართველში უკვე თითქმის სამი თვეა კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება და გამოფენების გამართვა აკრძალულია. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსის 928 შემთხვევა, მათგან 794 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG