Accessibility links

გაერომ ბუდაპეშტს მოუწოდა, უარი თქვას უნგრეთში თავშესაფრის მიღების გამკაცრებულ რეჟიმზე


მიგრანტთა ტრანზიტული ზონა

გაეროს ლტოლვილთა უწყებამ (UNHCR) უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მოუწოდა, უარი თქვას უნგრეთში თავშესაფრის მიღების ახლახან გამკაცრებულ რეჟიმზე. უწყების თანახმად, ამ რეჟიმის ზოგიერთი დებულება შესაძლოა საერთაშორისო კანონებს ეწინააღმდეგებოდეს.

უნგრეთმა გასულ თვეში დახურა ე.წ. მიგრანტთა ტრანზიტული ზონები თავის საზღვრებზე და 300-მდე ლტოლვილი გაათავისუფლა ციხის მსგავსი პირობებიდან. ამავე დროს გამკაცრდა თავშესაფრის მიღების პირობები თავშესაფრის მომავალი მსურველებისთვის.

ახალი წესების მიხედვით, თავშესაფრის მაძიებლებმა განაცხადები უნდა შეიტანონ საკონსულოებში მეზობელ ქვეყნებში და არა უნგრეთის საზღვარზე.

UNHCR-ის თანახმად, ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თავშესაფრის მაძიებლებს, რამაც საბოლოოდ შესაძლოა გამოიწვიოს 1951 წლის კონვენციის დარღვევა, რომლის ხელმომწერიც არის უნგრეთი.

„ტერიტორიაზე წვდომა აუცილებელი წინაპირობაა თავშესაფრის მიღების უფლების განსახორციელებლად“, ვკითხულობთ განცხადებაში.

UNHCR-მა ბუდაპეშტს მოუწოდა, გააუქმოს კანონი და თავშესაფრის მინიჭების სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალთან და ევროპის კავშირის კანონებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG