Accessibility links

ამირან გამყრელიძის თქმით, ზოგ ლაბორატორიას ინფიცირებული რამდენიმე შემთხვევა "გაეპარა"


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ტესტირებაზე მომუშავე რამდენიმე ლაბორატორიამ ინფიცირებულ პირს კორონავირუსი ვერ დაუდგინა.

გამყრელიძის თქმით, იმისათვის, რომ ინფიცირების შემთხვევები ზუსტად დადგინდეს, "გარე კონტროლის" სისტემა აამუშავეს.​

"რამდენიმე შემთხვევა აღმოჩნდა ზოგიერთ ლაბორატორიაში გაპარული - როცა გადამოწმდა, აღმოჩნდნენ "არადადებითები" და დაუყოვნებლივ გადაყვანილები იქნენ", - თქვა მან.

კორონავირუსზე ტესტირებას საქართველოში 19 ლაბორატორია ატარებს. მათ ჯამში 928 შემთხვევა დაადასტურეს. ინფიცირებული პაციენტებიდან 794 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG