Accessibility links

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ


პოლონეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ პირველი ადგილი მოიპოვა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომლის საბოლოო შედეგები 30 ივნისს გამოქვეყნდა. მაგრამ არჩევნებში გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე რაუნდი უნდა გაიმართოს.

მემარჯვენე პოპულისტ დუდასა და მის მთავარ მეტოქეს, ვარშავის ლიბერალ მერს, რაფალ ტრჟასკოვსკის შორის პაექრობა 12 ივლისს შედგება.

დუდამ, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი ნაციონალისტური პარტია „სამართალი და სამართლიანობა“, 28 ივნისს გამართულ პირველ ტურში ხმების 43,5% მოიპოვა, ტრჟასკოვსკიმ კი - 30,5%.

მიუხედავად პანდემიისა, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 64,4%-მა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG