Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანდემიის პირობებში მუშაობის წესების დარღვევისთვის 20-ზე მეტი რესტორანი დააჯარიმეს


კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დარღვევისთვის უკვე 23 რესტორანი დაჯარიმდა.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ამ დროისთვის სულ შემოწმებულია 54 რესტორანი.

10 000-10 000 ლარით პირველ ეტაპზე დაჯარიმებული რესტორნებიდან 12-მა სანქცია გაასაჩივრა და მათ ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს.

როგორც დღეს ბექა ფერაძემ თქვა, სავალდებულო წესები რესტორნების ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად შემუშავდა და მათი დაცვა აუცილებელია საზოგადოების ჯანმრთელობისთვის, მაგრამ თუ ვინმეს მიაჩნია, რომ არასწორად დააჯარიმეს, შეუძლია გასაჩივრების მექანიზმი გამოიყენოს. ამასთან, ფერაძის თქმით, თითოეული პუნქტი შესწავლილი აქვს და იქ საუბარი იყო დისტანციის დარღვევაზე.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, საქართველოში დაიგეგმა 1607 სასტუმროს შემოწმება. მათგან მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა 588-მ და მათ მუშაობის განახლების ნებართვა მიიღეს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა 326-მა სასტუმრომ, რომლებსაც მუშაობის განახლების უფლება არ მისცეს. შემოწმების გადავადება ითხოვა 693-მა.

საქართველოში სასტუმროებმა და კვების ობიექტებმა მუშაობა ივნისიდან განაახლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG