Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოცირიძე: დიახ, ვართ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დაგამარცხებთ კოლაბორაციონისტ მთავრობას


"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, რომან გოცირიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ მისი პარტია რადიკალური ოპოზიციაა. მისი ეს პასუხი უმრავლესობის წევრს, შალვა კიკნაველიძეს ეკუთვნოდა, რომელმაც მანამდე იკითხა, რა პოზიცია ჰქონდა საარჩევნო ცვლილებებზე "რადიკალურ ოპოზიციას".

"დიახ, არის ასეთი პარტია, ვართ რადიკალური ოპოზიცია, ვართ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დაგამარცხებთ კოლაბორაციონისტ მთავრობას. ასე პასუხობდნენ ეროვნული მოძრაობის პარტიები, რუსეთთან მოთანამშრომლე მთავრობას ეძახდნენ კოლაბორაციონისტ მთავრობას", - თქვა გოცირიძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, გოცირიძეს საუბრის დასრულების დროს უთხრა: "ხვალ შეიძლება თქვათ, რომ დამნაშავეებიც ხართ".

დღეს, 30 ივნისს, საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილება. ოპონენტებს შორის საუბარიც სწორედ ამ კანონპროექტის განხილვის დროს იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG