Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: საარჩევნო უბნიდან 25 მეტრში ამომრჩევლის შეფერხება აიკრძალება, თუნდაც იმის საკითხად "ვის მისცა ხმა"


პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის ერთ-ერთი ავტორი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საარჩევნო უბნიდან 25 მეტრის რადიუსში საარჩევნო პლაკატების გაკვრა და ადამიანის ფიზიკურად შეფერხება აიკრძალება. ამის შესახებ მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც კანონპროექტს განიხილავენ.

"ფიზიკურად შეფერხებაში არ იგულისხმება მხოლოდ ამომრჩევლის პირდაპირ კანონსაწინააღმდეგოდ ფიზიკურად შეფერხება. ნებისმიერი შეფერხება, როდესაც, მაგალითად, გადაუდგები ამომრჩეველს და ეკითხები, ვის აძლევს ხმას - ესეც არის საარჩევნო რეგულაციების დარღვევა", - თქვა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტმა, გუშინ, 29 ივნისს მესამე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელითაც 2020 წლის არჩევნების ჩატარების წესები იცვლება. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ ახლა უკვე საარჩევნო კოდექსიც უნდა შეიცვალოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG