Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც იტყობინებიან, თეირანის ერთ-ერთ კლინიკაში აფეთქება მოხდა


თეირანიდან იტყობინებიან, რომ ირანის დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში აფეთქება მოხდა.

ნახევრადოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ISNA-მ 30 ივნისს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ჩანს სქელი კვამლი თეირანის თავზე.

სხვადასხვა მედიასაშუალება იუწყება ხანძრის შესახებ ერთ-ერთ საავადმყოფოში. ამ ინფორმაციის თანახმად, დაშავდა სამი ადამიანი.

როგორც ვარაუდობენ, ინციდენტი მოხდა გაზის ბალონის აფეთქების შედეგად.

შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები გაიგზავნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG