Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენტონი ფაუჩი: თუკი ამერიკელები არ დაიწყებენ ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვას, ინფიცირებულთა რაოდენობამ დღეში 100 ათასს შეიძლება მიაღწიოს


აშშ-ის წამყვანი ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩის თქმით, თუკი ამერიკელები არ დაიწყებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვას, კორონავირუსით ახალი ინფიცირებულების რაოდენობამ დღეში 100 ათასს შეიძლება მიაღწიოს.

ეს განცხადება ფაუჩიმ გააკეთა აშშ-ის სენატში, სადაც გაიმართა მოსმენა სკოლებისა და სამუშაო ადგილების გახსნის თემაზე.

როცა სთხოვეს შეეფასებინა, რა შედეგი ექნება უკანაკნელ პერიოდში რამდენიმე შტატში ეპიდემიის ზრდას, ფაუჩიმ თქვა, რომ უჭირს ზუსტი შედეგის წინასწარმეტყველება, მაგრამ ის „ძალიან უსიამოვნო“ იქნება.

„ამჟამად დღეში 40 ათასზე მეტი შემთხვევა გვაქვს. არ გამიკვირდება, დღეში 100 ათასამდე რომ ავიდეთ, თუკი ვითარება არ შემოტრიალდა. ამიტომ ძალიან შეშფოთებული ვარ,“ თქვა ენტონი ფაუჩიმ.

მისი თქმით, ის რეგიონები, სადაც ახლახან დაავადების ახალი კერები გაჩნდა, მთელ ქვეყანას უქმნიან საფრთხეს, მათ შორის იმ რეგიონებს, რომლებმაც წარმატებით შეძლეს COVID-19-ის შემთხვევების შემცირება.

მან მაგალითად მოიტანა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ ატარებენ ადამიანები დროს დიდ ჯგუფებად, ხშირად პირბადეების გარეშე და უსაფრთხოების არც სხვა ზომებს იცავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG