Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საზღვრები ისევ ჩაკეტილია


თბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი

უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრები ისევ დაკეტილია. სულ უფრო იზრდება ზარალი, რომელსაც ტურიზმის სექტორი განიცდის.

მთავრობის მიერ მაისის დასაწყისში გამოქვეყნებული ანტიკრიზისული გეგმით, საქართველოს უცხოელი ტურისტების მიღება 1 ივლისიდან უნდა განეახლებინა. ივნისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო მარტიდან შეწყვეტილი რეგულარული ავიამიმოსვლა 1 აგვისტომდე არ აღდგება.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ პრიორიტეტია მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვა და ამჟამინდელი სტაბილური ეპიდსიტუაციის შენარჩუნება და იმის გამო, რომ ბევრ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ისევ გაუარესდა, ნაბიჯები ფრთხილად უნდა გადაიდგას.

30 ივნისს, მთავრობამ განაცხადა, რომ ავიაკომპანია Georgian Airways-ს აქვს საშუალება ბაზარზე არსებული საჭიროების გათვალისწინებით შეასრულოს კომერციული რეისები ევროპის მიმართულებით და მხოლოდ ივლისში უკვე დაგეგმილია 12 კომერციული რეისი. მთავრობის ცნობითვე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ავიაკომპანიასთან ავიარეისების აღდგენის თაობაზე და კონკრეტული გადაწყვეტილებები ეტაპობრივად მიიღება.

Georgian Airways-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ივლისში დანიშნული ავიარეისებია: თბილისი-თელავივი-თბილისი, თბილისი-ბერლინი-ბათუმი, თბილისი-ამსტერდამი-თბილისი, თბილისი-პარიზი-თბილისი და თბილისი-ვენა-თბილისი.

30 ივნისს, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის საზღვრის გახსნის გადაწყვეტილების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გახარიამ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან გააგრძელებენ აქტიურ კონსულტაციებს, რათა დოკუმენტის შესაბამისად, კოორდინირებულად, ეტაპობრივად და შეთანხმებულად მოხდეს მოქალაქეთა უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველყოფა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG