Accessibility links

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევაა


გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 931-მდე გაიზარდა.

უკვე მეათე დღეა, 24 საათში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 3-ს არ აჭარბებს.

1 ივლისის 10:15 საათისთვის სამთავრობო საიტზე stopcov.ge-ზე უცვლელი იყო გამოაჯნმრთელებულთა საერთო რიცხვი - 794. მოგვიანებით მას 1 დაემატა და 795 გახდა, თუმცა, შემდეგ ისევ 794-ს დაუბრუნდა.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 15 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG