Accessibility links

გორში პოლიციელი მოკლეს


გორში, საკუთარ სახლში მოკლეს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დავით სვიანაძე.

წუხელ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულია უცხო ქვეყნის, წინასწარი ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქე, რომელიც სვიანაძის სახლში ქირით ცხოვრობდა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ბრალდებული დაკავებულია.

დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG