Accessibility links

site logo site logo

გაიზარდა სოცაგენტების ანაზღაურება


სოცაგენტების საპროტესტო აქცია

სოციალური აგენტების ანაზღაურება 150 ლარით გაიზარდა. გახანგძლივდა შრომითი ხელშეკრულების ვადებიც.

სამუშაო პირობების გაუმჯობესება სოცაგენტებმა რამდენიმე დღის წინ მოითხოვეს. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ გაფიცვა ჰქონდათ დაგეგმილი.

ამ დრომდე სოცაგენტების ხელფასი ფიქსირებულ 80 ლარს შეადგენდა, რასაც გამომუშავებული თანხა, თითოეულ შემოწმებულ ოჯახზე 4.80 ლარი ემატებოდა. როგორც სოცაგენტები აცხადებენ, ისინი საშუალოდ თვეში 300-500 ლარს გამოიმუშავებდნენ.

ამჯერად 100 ლარით გაიზარდა უფროსი სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურებაც. 450 ლარის ნაცვლად ისინი 550 ლარს მიიღებენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 6 თვემდე გაზარდა სოციალური აგენტების შრომითი ხელშეკრულების ვადებიც. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის განმარტებით, სამუშაო სტაჟიდან გამომდინარე, წლის ბოლოდან სოციალური აგენტების ნაწილს ერთწლიანი, ნაწილს კი უვადო ხელშეკრულებები გაუფორმდებათ.

ცვლილებები შეეხო და გაიზარდა სოციალური აგენტების შვებულების, იძულებითი მოცდენის და წახალისების ანაზღაურების ოდენობაც. ამ შემთხვევაში, სოციალური აგენტები ბოლო სამი თვის საშუალო ანაზღაურებას მიიღებენ.

სოციალური აგენტი გიორგი აფციაური ამბობს, რომ ხელფასების მომატებით სოცაგენტების პრობლემები არ ამოწურულა. მათ ასევე სურთ, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებს ოჯახებში ვიზიტების ღირებულებისა და ტრანსპორტის ხარჯის გაზრდაზეც დაელაპარაკონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG