Accessibility links

რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული ქართველი მწყემსი თავისუფალია


სოფელი ალმატი

საქართველოში დაბრუნდა რუსი მესაზღვრეების მიერ 13 ივნისს დაკავებული მწყემსი დავით ვარდოშვილი. მის გათავისუფლებას ოჯახი ადასტურებს.

დავით ვარდოშვილის დის, მარიამ ვარდოშვილის ინფორმაციით, მისი ძმა სამშობლოში გვიან ღამით ჩამოიყვანეს და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო გახსნილ ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში მოათავსეს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში მცხოვრები დავით ვარდოშვილი საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან, ყადორის მთაზე, სადაც საქონელს მწყემსავდა. მისი თანასოფლელების ნაწილი არ გამორიცხავდა, რომ რუსები საქართველოს ტერიტორიაზე თავად გადმოვიდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავების ფაქტი ოფიციალურად მხოლოდ 22 ივნისს დაადასტურა მას შემდეგ, რაც ინფორმაცია მედიით გავრცელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG