Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციელების ხელფასი 125 ლარით გაიზარდა


შსს-ს ინფორმაციით, პოლიციელთა ხელფასი 1 ივლისიდან 125 ლარით იზრდება.

უწყების ინფორმაციით, ხელფასების მატება უწყების გამართულ ფუნქციონირებას, დასაქმებულთა პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და მოტივაციის ამაღლებას ემსახურება.

„მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება“, - ნათქვამია შსს-ს განცადებაში.

2020 წლის ბიუჯეტით 125 ლარით ხელფასები ეზრდებათ ჯარისკაცებს, მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რაზედაც ბიუჯეტიდან 50 მლნ ლარია გათვალისწინებული.

125 ლარით ხელფასი შსს-ს 30 ათასზე მეტ თანაშრომელს გაეზრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG