Accessibility links

საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დაეხმაროს სოფიო კილაძის ძალისხმევას


პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძესთან შეხვედრა „ტვიტერზე“ შეაფასა საფრანგეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა: „კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძესთან. ვისაუბრეთ საარჩევნო რეფორმაზე, როგორ შევუწყოთ ხელი ქალ დეპუტატებს. შევაქე მის მიერ ბავშვთა უფლებების კოდექსის შემუშავებაში გაწეული ძალისხმევისთვის, აღინიშნა ჩვენი მხრიდან მზაობა, რომ დავეხმაროთ კილაძის ძალისხმევას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ჰუმანური სისტემის შექმნაში“.

სოფო კილაძის მიმართ მხარდაჭერა რამდენიმე დღის წინ სხვა საკითხზე გამოხატა გერმანიის ელჩმა ჰუბერტ კნირშმა.

ელჩის განცხადება ეხებოდა საქართველოს 53-მა არასამთავრობო ორგანიზაციის წერილს, რომლითაც მათ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართეს, არ აირჩიოს კომიტეტის წევრად სოფო კილაძე, რომელიც, მათი თქმით, არ აკმაყოფილებს ამ თანამდებობისთვის აუცილებელ პირობებს.

„სამწუხაროდ, როგორც ყველამ ვიცით, პირადი ხასიათის თავდასხმები ხდება ხოლმე პოლიტიკურ პარტიებს შორის, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც მიუღებლად პოლარიზებულია პოლიტიკური ლანდშაფტი. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორები აფასებენ იმას, რომ მათ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიონ პრობლემებზე და მათ მიზეზებზე, იმის ნაცვლად, რომ დაეშვან ასეთ დონეზე. მენდეთ, მისია ჟენევაში ადეკვატურ ინფორმაციას იღებს ამ და სხვა საელჩოებისგან, რათა აზრი შეიქმნან ყოველ წარდგენილ კანდიდატზე“, - აღნიშნა ჰუბერტ კნირშმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG