Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში აქციები გაიმართა საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ


სანქტ-პეტერბურგში, სასახლის მოედანზე, მიმდინარეობს აქცია რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წინააღმდეგ. ადგილობრივი მცხოვრებლები აქციაზე კონსტიტუციის ძველი ვერსიით ხელში გამოვიდნენ. მოედანთან დგას პოლიციის რამდენიმე მანქანა, რომლებიც დაკავებულთა ტრანსპორტირებისთვის არის განკუთვნილი. დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი.

აქტივისტებმა აქცია გამართეს მოსკოვშიც, წითელ მოედანზე. მათ მიწაზე დაწოლილებმა გამოსახეს რიცხვი 2036. საკონსტიტუციო ცვლილებების გატარების შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სწორედ 2036 წლამდე შეძლებს თანამდებობაზე დარჩენას. აქტივისტები დააკავეს.

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რიგგარეშე კენჭისყრა 24-30 ივნისს მიმდინარეობდა. კენჭისყრის მთავარი დღე 1 ივლისია, რომელიც უქმედ გამოცხადდა.

საკონსტიტუციო ცვლილებების წინადადებით თავდაპირველად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა და შემდეგ ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაფართოვდა. ცვლილებების გატარება პუტინს საშუალებას მისცემს, მონაწილეობა მიიღოს შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში, პარლამენტს მისცემს უფლებას, პრეზიდენტის წარდგინებით დაითხოვოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეები, შექმნის ახალ საკონსტიტუციო ორგანოს - სახელმწიფო საბჭოს და პრეზიდენტს მისცემს უფლებას, კანონების ძალაში შესვლა დაბლოკოს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი პარლამენტი მოახერხებს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG