Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასიზმი როგორც ჭირი, როგორ დავამარცხოთ?


ავტორი: Veritas

თქვენ გგონიათ რასიზმის მიზეზი კანის ფერია?__მე არა, კანის ფერის თვალის ჭრილის თუ სიმაღლის გამო რასიზმის მსხვერპლი მონღოლოიდური რასაცაა მაგრამ არსებითას სხვა ბოღმით და
სტერეოტიპებით. ჩინელის, ადგილობრივი ინდიელის, მიმართ ზიზღი სხვაგვარია, მაგრამ მათზე კრიმინალის და უვარგისის სტერეოტიპი არ ვრცელდება. იაპონიას აშშ-სთან ომი ქონდათ მაგრამ მონღოლოიდურ რასებს შორის ყველაზე დიდი პატივისცემით სწორედ ეს უკანასკნელი სარგებლობს. ე.ი. რაშია საქმე? რასიზმის მიზეზი არის კულტურა! __ცხადია თავდაპირველი ზიზღი და გაუცხოება ფიზიკური განსხვავებითაა გამოწვეული, მაგრამ შეუძლებელია ზიზღი რაიმეს მიამაგრო როცა განსხვავებული გიმტკიცებს თავის ღირსებას და ეფექტურობას. იაპონიამ ამერიკელებს მოწესრიგებულობით, ეფექტური ეკონომიკით, მეცნიერებით დაუმტკიცა რომ პატივისცემის ღირსია და საბჭოთა რუსებს დამარცხებულმა გერმანიამ უჩვენა განვითარება, ცივილიზაცია, და დღეს ბევრ რუსს ნახავთ ვინც ვარაუდობს უკეთეს ცხოვრებას გერმანიის გამარჯვების შემთვევაში. ე.ი. რასიზმის, ქსენოფობიის, შოვინიზმის მიზეზი კულტურაა და სხვა არაფერი!

აფრო-ამერიკელები აშშ-ს დასაბამიდან მონაწილეობენ ამერიკულ ყოფაში და დღემდე ისინი ყველაზე სუსტად ინტეგრირებული ნაწილია ამერიკულ საზოგადოებაში. მათზე მოდის ყველაზე ნაკლები ეკონომიკური აქტივობა, ფლობს ყველაზე მწირ ქონებას, ყველგან, დიახ ყველგან, სადაც აფრო-ამერიკელები კომპაქტურად ცხოვრობენ გეტოა! ყველგან კრიმინალის ბუდეა, აფრო-ამერიკელ დედათა აბსოლუტური უმრავლესობა მარტოხელა დედაა,სისხლის სამართლის დანაშაულთა აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ აფრო-ამერიკელებზე მოდის, აფრო ამერიკელ ბავშვთა უმრავლესობა უმაღლეს განათლებას არ იღებს და სკოლაში ცუდი აკადემიური მოსწრება აქვს! სწორედ ესაა რასიზმის მიზეზი. მარტინ ლუთერ კინგის და მალკომ იქსის შემდეგ აფრო-ამერიკელთა უფლებების ბრძოლისთვის არც ერთი რაციონალური ნაბიჯი არ მახსენდება.არადა აბსურდია მთლიანად მათი ანტი-რასისტული პროპაგანდა: ითხოვს ნუ გეზიზღები, იმ ფონზე რომ კრიმინალია,, მკვლელია, მარგინალია, ბომჟია, ხოდა როგორ?!

თქვენ წარმოგიდგენიათ ამერიკაში ჩასული მიგრანტი, რომელსაც არ აქვს ბინადრობის საბუთი, არ სარგებლობს იმ სამოქალაქო უფლებებით რომელიცაა გარანტირებული მოქალაქეობით, ვერ სარგებლობს საბანკო მომსახურებით, არ აქვს სამედიცინო დაზღვევა, შოულობს იმაზე მეტს ვიდრე აფრო ამერიკელი აშშ-ს მოქალაქე!!! არ გჯერავთ, ჩვენი ემიგრირებული მოქალაქეები გაიხსენეთ!!!

აფრო ამერიკულ კულტურაში რასიზმის ფონზე განვითარდა ნონკოფორმიზმის კულტურა, მათი დაბალი ეკონომიკური აქტივობა ცხადია რასიზმის გამოწვეული ზიზღის მიზეზითაა, მათ აირჩიეს ამერიკაზე შურისძიება სწორედ უვარგისობოთ, Thug-ობით დანაშაულით, ანუ მათი ანტირასიზმი იქცა მარგინალიზაციის კულტურად და განვითარდა ისეთი Street Culture- როგორიცაა რეპი, (შემდეგში ჰიპ-ჰოპი) რომელშიც სწორედ ბოღმის და მარგინალიზაციის არტიკულაცია შედგა. ნონკონფორმიზმი აისახა ფერადკანინათა სხეულის ენაზეც, ისინი მოძრაობისას, სიარულისას, ცეკვისას უფრო მეტ სივრცეს იკავებენ რომ უფრო საშიშები გამოჩნდნენ, უფრო დიდები, უფრო ძლიერები. აი ეს არის რასიზმის მიზეზი!

არ დაფიქრებულხართ აშშ რომელიც თანაცხოვრობს აფრო-ამერიკელებთან 2 საუკუნის განმავლობაში როგორ ვერ მოახერხა ფერადკანინათან ინტეგრაცია კანის ფერის გამო, რომელსაც ყველგან ხედავს? იმ ფონზე როცა ფერადკანიანი ადამიანი ესთეტიურია, ლამაზია, მოხდენილია, ათლეტურია, დამშვენილია მაინც კანის ფერია ზიზღის მიზეზი, ან შავ ფერს რას უწუნებთ?__არა ზიზღის მიზეზი კულტურაა!

ის რაც ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს მოყვა, არის სწორედ მარგინალური კულტურის პრეზენტაცია, ასე რასიზმს ვერ დაძლევ, მხოლოდ გაამწვავებ, სამარცხვინო იყო დაჩოქილი ბოდიშის მოხდის რიტუალები, მეტიც ვიხილე ძალადობით მოხდილი ბოდიშებიც ფერადკანიანთა მიმართ, ეს ხომ აბსურდია, იმიტომ რომ ესეც მარგინალიზაციაა, შეუძლებელია ჭეშმარიტი სიყვარულის წარმოშობა იძულებით, დავალებით, ამოცანის დასახვით. სიყვარული წარმოიშვება საპასუხო სიქველით, სიკეთით, სიმდიდრით, ხოდა ხვალ რომ ფერადკანიანი ისევ კრიმინალის სტატისტიკის სათავეში იქნება, ამ ბოდიშს ვინ დაიჯერებს, ვინ აღიარებს, ვინ მოინანიებს?

არის გამოსავალი__ აშშ-მ უნდა გაატაროს სოციალური პოლიტიკა აფრო-ამერიკელ მოქალაქეთა სასარგებლოდ, უნდა გამოიხსნან ფერადკანინები გეტოდან. შეიქმენას სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები, დაფინანსდეს მათი სწავლა და განათლება უმაღლეს სასწავლებლებში, რომ მოიმატოს ინტეგრირებულ აფრო-ამერიკლეთა სტატისტიკა. ეს გაახლავთ ერთგვარი სოციალისტური პოლიტიკა, რომელიც კლასიკური კაპიტალიზმისგან შორს დგას თუმცა სწორედ, კაპიტალიზმის დაუწერელი სლოგანის Survival of the Fittest შედეგია რასიზმი! პრობლემა ვერ აღმოიფხვრება აფრო-ამერიკელთა ხელოვნურლი გატრენდებით, კინოსა და ხელოვნებაში, ეს ცალკე აგრესიას იწვევს, რასობრივი ეტიკეტირება დასრულდება როცა განათლება გახდება ხელმისაწვდომი. აშშ-ს უნდა დაამარცხოს აფრო-ამერიკული მარგინალური კულტურა, უნდა მოხდეს მისი დეკონსტრუქცია და სწორედ ასეთ ამერიკაში წარმომიდგენია რასიზმის დამარცხება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG