Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანი: სომხეთში COVID-19-ით დაინფიცირებული 117 პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა


სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანახმად, ქვეყანაში მძიმედ ფასდება კორონავირუსით დაავადებული 536-ი პაციენტის მდგომარეობა, ხოლო 117-ის - უკიდურესად ძიმედ.

"სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება ჩვენი მთავარი სტრატეგიული ამოცანის გადაჭრა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ვისწავლოთ ცხოვრება კორონავირუსის პარალალურად“, - განაცხადა 1 ივლისს სამთავრობო შტაბის სხდომაზე ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრს მხედველობაში ჰქონდა ანტიეპიდემიური ზომების ხშირი დარღვევის შემთხვევები, რისთვისაც ქვეყანაში მხოლოდ განვლილი დღე-ღამის განმავლობაში 2697 ადამიანი დააჯარიმეს.

„აქედან 2166 ადამიანი, ფეხით მოსიარულეები, დააჯარიმეს პირბადის უქონლობისთვის. მკვეთრად იკლო სოციალური წესების დაცვამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, 431 შემთხვევა ადმინისტრაციული ოქმის შედგენისა სწორედ საზოგადოებრივ ტრანსპორტში წესების დარღვევის გამო მოხდა,“ - აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

წუხელ სომხეთში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 პაციენტი გარდაიცვალა.

ოპერატიული შტაბის ცნობით, ეპიდემიის განმავლობაში კორონავირუსით დაავადდა 26 065, ხოლო გარდაიცვალა - 453 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG