Accessibility links

რუსეთის ცესკო: დათვლილია ხმების 20%, უმრავლესობა მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს


რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ბიულეტენების 20%-ის გადამუშავების შედეგად, ამომრჩეველთა 72%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა საერთო-სახალხო კენჭისყრაზე გატანილ რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებებს, ხოლო დაახლოებით 27%-მა ხმა მისცა წინააღმდეგ.

1 ივლისს მოსკოვის დროით 21:00 საათზე დასრულდა კენჭისყრა, რომელიც რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ 25 ივნისიდან გრძელდებოდა.

საკონსტიტუციო ცვლილებების წინადადებით თავდაპირველად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა და შემდეგ ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაფართოვდა.

ცვლილებების გატარება პუტინს საშუალებას მისცემს, მონაწილეობა მიიღოს შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში, პარლამენტს მისცემს უფლებას, პრეზიდენტის წარდგინებით დაითხოვოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეები, შექმნის ახალ საკონსტიტუციო ორგანოს - სახელმწიფო საბჭოს და პრეზიდენტს მისცემს უფლებას, კანონების ძალაში შესვლა დაბლოკოს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი პარლამენტი მოახერხებს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG