Accessibility links

სასამართლომ მეორედაც ვერ მიიღო გადაწყვეტილება პოროშენკოსთვის აღკვეთის შეფარდებაზე


კიევის პეჩორის სასამართლომ 1 ივლისის სხდომაზე კვალავ ვერ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსთვის აღკვეთის შეფარდებაზე და საკითხის განხილვა 8 ივლისისთვის გადადო.

პროკურატურა ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის მიმართ აღკვეთის სახით ითხოვდა პირად ვალდებულებას 8 დღით, 10 ივლისამდე.

პეტრო პოროშენკო 1 ივლისს ეჭვმიტანილის სტატუსით გამოცხადდა გამოძიების სახელმწიფო ბიუროში, სადაც უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე და არ ჩაიბარა უწყისი დაკითხვაზე სხვა დროს მისვლის თაობაზე.

უკრაინული მედიის თანახმად, გამოძიების სახელმწიფო ბიუროდან პოროშენკო მის მრავალრიცხოვან მომხრეებთან ერთად სასამართლოსკენ გაეშურა, სადაც გაგრძელდა მისთვის აღკვეთის ზომის თაობაზე სასამართლო სხდომა, რომელიც გადაიდო 8 ივლისის 11:00 საათამდე.

10 ივნისს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ცნობა, რომ პეტრო პოროშენკო ეჭვმიტანილია თანამდებობით ბოროტად გამოყენებაში. კერძოდ, გამოძიების თანახმად, პრეზიდენტად ყოფნის დროს პოროშენკომ აიძულა საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, ეგორ ბოჟკო, რომ გამოეცა უკანონო ბრძანება მის მოადგილედ სკანდალურად ცნობილი სერგეი სემოჩკოს დანიშვნის თაობაზე. ამჟამად პეტრო პოროშენკო ოპოზიციური საპარლამენტო პარტია "ევროპული სოლიდარობის" ლიდერი და ვერხოვნა რადას სახალხო დეპუტატია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG