Accessibility links

პენტაგონის თანახმად თალიბანს მჭიდრო კავშირი აქვს ალ ყაიდის ფილიალთან


ალ ყაიდის რეგიონული ფილიალი ავღანეთში მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს თალიბებთან და „მუდმივი ინტერესი“ ამოძრავებს თავს დაესხას აშშ-ის სამხედრო ძალებს, - ნათქვამია პენტაგონის ახალ ანაგრიშში.

თებერვალში აშშ-თან ხელმოწერილი შეთანხმებით თალიბმა მეამბოხეებმა ივალდებულეს, რომ შეაჩერებდნენ ისეთ ტერორისტულ დაჯგუფებას, როგორიც არის ალ ყაიდა და არ მისცემდნენ მათ უფლებას, გამოეყენებინათ ავღანეთის ტერიტორია, როგორც პლაცდარმი, ამერიკულ ჯარზე თავდასხმის განსახორციელებლად.

მაგრამ 1 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ თალიბანი განაგრძობს თანამშრომლობას ალ ყაიდის ინდოეთის სუბკონტინეტთან (AQIS).

AQIS-ი რეგულარულ კავშირებს ინარჩუნებს თალიბანის ქვედა რგოლის წევრებთან, რომლებიც მიზნად ისახავენ ძირი გამოუთხარონ ავღანეთის ხელისუფლებას და ამოძრავებთ „მუდმივი ინტერესი“ დესხან თავს აშშ-ისა ქვედანაყოფს და დასაველთის კოალიციის სამხედრო ობიექტებს ავღანეთში, - ნათქვამია პენტაგონის მიერ კონგრესისთვის მომზადებულ, უსაფრთხოების შეფასების ნახევარი წლის ანგარიშში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG