Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შუალედური მონაცემებით რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებს ემხრობა 74%-ი


რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დათვალა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო კენჭისყრაზე გამოყენებული ბიულეტენების 30%-ი, რომლის თანახმად ცვლილებებს მხარს უჭერს 74%-ი, ხოლო 25%-ი წინააღმდეგია.

რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 65%-მა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

თავის მხრივ განსხვავებულ სურათს უჩვენებს ცვლილებების ბოიკოტში მონაწილე ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგი. ალტერნატიული მონაცემებით გამოკითხულთა უმრავლესობამ, 55%-მა მხარი არ დაუჭირა ხელისუფლების მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რესპონდენტების 45%-ი მას ემხრობა.

1 ივლისს მოსკოვის დროით 21:00 საათზე დასრულდა კენჭისყრა, რომელიც რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ 25 ივნისიდან გრძელდებოდა.

სადავო საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება ვლადიმირ პუტინს საშუალებას მისცემს, მონაწილეობა მიიღოს შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში. გარდა ამისა, პარლამენტს მიეცემა უფლება, პრეზიდენტის წარდგინებით დაითხოვოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეები, შექმნის ახალ საკონსტიტუციო ორგანოს - სახელმწიფო საბჭოს და პრეზიდენტს მისცემს უფლებას, კანონების ძალაში შესვლა დაბლოკოს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი პარლამენტი მოახერხებს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG