Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონტენეგრომ დააკანონა ერთი და იმავე სქესის პირთა სამოქალაქო პარტნიორობის უფლება


მონტენეგროს პარლამენტი
მონტენეგროს პარლამენტი

მონტენეგროს პარლამენტმა 1 ივლისს მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ერთი და იმავე სქესის პირებს სამოქალაქო პარტნიორობის ლეგალიზების უფლებას აძლევს.

დოკუმენტს, რომელსაც 81 კაციან პარლამენტში მისმა 42-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ქვეყნის პრეზიდენტმა მილო ჯუკანოვიჩმა უწოდა ნაბიჯი „უფრო მეტად განვითარებული დემოკრატიისკენ“.

კანონი იგივე უფლებებს აძლევს ერთი და იმავე სქესის პირებს, როგორითაც ჰეტეროსექსუალები სარგებლობენ, ბავშვების შვილად აყვანის უფლების გარდა.

პარლამენტმა ერთი წლის წინ ასეთ ჩანაწერს მხარი არ დაუჭირა.

„ევროპულ მონტენეგროში ადგილი ვერ ექნება დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის გამო“, - განაცხადა პარლამენტში 1 ივლისს გამართული კენჭისყრის შემდეგ, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა დუშკო მარკოვიჩმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG