Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიამ საქართველოს საზღვარი გაუხსნა


დღეიდან, 2 ივლისიდან გერმანიაში ჩასვლა შეუძლიათ ევროკავშირის არაწევრი 8 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ჩამონათვალში საქართველოს გარდა არიან ავსტრალია, ახალი ზელანდია, კანადა, მონტენეგრო, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი. იაპონიის, სამხრეთ კორეის და ჩინეთის მოქალაქეებისთვის საზღვარი გაიხსნება, თუ ეს ქვეყნები საზღვარს გაუხსნიან გერმანიის მოქალაქეებს.

გერმანიამ ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილი საზღვრები გაუხსნა ევროკავშირის საბჭოს მიერ 30 ივნისს გამოქვეყნებული რეკომენდაციის საფუძველზე. ამ დოკუმენტით, უსაფრთხოდ ჩაითვალა 15 ქვეყანა, მათ შორის საქართველო და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მიეცა ამ ქვეყნებისთვის საზღვრების გახსნის რეკომენდაცია.

ევროკავშირის წევრები გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად მიიღებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG