Accessibility links

რუსეთის ცესკოს მონაცემებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს 77%-ზე მეტი


პრეზიდენტმა პუტინმა კენჭისყრაში მონაწილეობა ბოლო დღეს, 1 ივლისს მიიღო

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ოქმების 90%-ის შეჯამების შედეგად აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა საყოველთაო სახალხო კენჭისყრაში მონაწილეთა 77.93%-მა. წინააღმდეგია 21.26%. ამომრჩეველთა აქტივობა 64.99% იყო.

რუსეთში 1 ივლისს დასრულდა 25 ივნისიდან მიმდინარე საყოველთაო ხმის მიცემა პრეზიდენტ პუტინის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. სადავო ცვლილებებს შორისაა პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის "განულება", რაც პუტინს შესაძლებლობას მისცემს კენჭი ისევ იყაროს, პრეზიდენტის ძალაუფლების კიდევ უფრო გაზრდა და საერთაშორისო სამართალზე უფრო პრიორიტეტულად რუსეთის კონსტიტუციის გამოცხადება.

საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლას საყოველთაო კენჭისყრაში მონაწილეთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდება.

რუსეთის კონსტიტუციის შეცვლის ინიაციატორი პრეზიდენტი პუტინია. 2020 წლის იანვარში მან განაცხადა, რომ ცვლილებები ხალხმა უნდა მოიწონოს საყოველთაო კენჭისყრით, მიუხედავად იმისა, რომ კანონით ეს გათვალისწინებული არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG