Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსით დაავადდა კიდევ 8 ადამიანი და 23 გამოჯანმრთელდა


გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 939-მდე გაიზარდა.

ბოლო 10 დღის განმავლობაში, 24 საათში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 3-ს არ აჭარბებდა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 23 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 817.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 15 ადამიანი.

2 ივლისის დილის მონაცემებით, კოვიდ-ცენტრებში მკურნალობენ 107 პაციენტს.

კარანტინის რეჟიმშია 3080 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 242.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს კორონავირუსის 38 შემთხვევა, ხოლო ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობას - 85.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG