Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის დაზვერვის სამსახურები დახურულ ბრიფინგს გამართავენ მტკიცების გარშემო, რომ თალიბანს რუსეთი ფულს თავაზობდა


აშშ-ის კანონმდებლების ორპარტიულ ჯგუფს 2 ივლისს ინფორმაციას მიაწვდიან დაზვერვის სამსახურის მაღალი რანგის წარმომადგენლები გავრცელებული ცნობების გარშემო, სადაც ლაპარაკია რუსეთის მიერ ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მოკვლისთვის თალიბანისთვის ფულადი ჯილდოს სავარაუდო შეთავაზების შესახებ.

ბრიფინგი იმართება მზარდი მოწოდებების ფონზე, დაუწესონ რუსეთს სანქციები. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები აძლიერებენ თავდაცვას ამ თემაზე ხელისუფლების მხრიდან რეაგირების თაობაზე.

დაზვერვის სამსახურების წარმომადგენელთა შორის, რომლებიც კანონმდებლებთან გამართავენ დახურულ შეხვედრას, არიან ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯინა ჰასპელი და სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის დირექტორია ჯონ რატკლიფი. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 1 ივლისს გაიმეორა, რომ მისთვის არ მიუწოდებიათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი თალიბებს ამერიკელი სამხედროების მოკვლის სანაცვლოდ ფულად ჯილდოს სთავაზობდა, რადგან აშშ-ის დაზვერვის ოფიციალური წარმომდგენლები ეჭვობდნენ, რომ ეს ცნობა არ იყო მართალი.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები აგრძელებენ ზეწოლას, დაუწესდეს რუსეთს სანქციები, თუ ეს მტკიცება, რომელიც პირველმა, ნიუ-იორკ ტაიმსმა გაავრცელა, სიმართლე აღმოჩნდა.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, რობერტ ო’ბრაიენმა დაარწმუნა რეპორტიორები, რომ თუ მტკიცება სიმართლე გამოდგა, პრეზიდენტი „მკაცრად იმოქმედებს“. რუსეთმა და თალიბანმა უარყვეს ყოველგვარი ფულადი ჯილდოს არსებობის შესახებ აშშ-ის სამხედროების მოსაკლავად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG