Accessibility links

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გაფრთხილებით გამოდის კორონავირუსის გავრცელების თაობაზე, აშშ შეზღუდვების მოხსნისგან უკან იხევს


პირბადიანი ბავშვები პეტარდებს არჩევენ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის, 4 ივლისის აღნიშვნის მოლოდინში, ნებრასკის შტატში, ომაჰაში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოვიდა სერიოზული გაფრთხილებით, რომ კორონავირუსის პანდემია უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ოდესმე. აშშ-ში 1 ივლისს 50 ათასს პირველად გადააჭარბა ახალი შემთხვევების რაოდენობამ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ კვირაში შემთხვევათა დღიურმა ზრდამ მსოფლიოში უმაღლეს დონეს, 160 ათასს მიაღწია. აშშ-ის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, 1 ივლისს აშშ-ში ეს რიცხვი 52 ათასს უდრიდა.

აშშ-ის ოფიციალური პირები იძულებული არიან შეაჩერონ შეზღუდვების გაუქმება რესტორნებში, ბარებსა და პლაჟებზე, რაც მოსახლეობას იმედს გაუცრუებს 4 ივლისის დასვენების დღის და საერთოდ, შაბათ კვირის მოლოდინში. ზოგიერთი შტატის ხელისუფლება იძულებული გახდა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული ზომების გაუქმების გეგმა შეეჩერებინა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, პირველ ივლისს აშშ-ში კოვიდ-19-ის ინფექცით დაღუპულთა რიცხვი 700 იყო და გარდაცვლილთა რაოდენობამ სულ, 128 ათასს მიაღწია. აშშ-ში დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 2,7 მილიონია.

ბრაზილიაში, რომელიც აშშ-ის მერე კორონავირუსის შემთხვევებით მეორე ქვეყანაა მსოფლიოში,1 ივლისს დაღუპულთა რიცხვმა 60 ათასს მიაღწია. მექსიკაში, 1 ივლისს, ამ ქვეყნის თავდაცვის უწყების თანახმად, დაღუპულთა რაოდენობამ 28 ათასს გადააჭარბა და ესპანეთს გაასწრო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG