Accessibility links

ორშაბათს გამოქვეყნდება სუბსიდირებული ავიარეისების სია


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას სიტყვებით, ორშაბათს გამოქვეყნდება სუბსიდირებული ფასებით ავიარესიების სია, თუ რომელიც ქალაქებიდან შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ჩამოფრენას, ამის თაობაზე ნათიას თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ბრიფინგზე განაცხადა.

„ზუსტად ეცოდინებათ საიდან და როდის, რომელი კომპანიით შეძლებენ ჩამოსვლას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი განცხადებით „აირზენა“ კვლავაც გააგრძელებს კომერციული ჩარტერების შესრულებას, მაგრამ, ჩანს სხვა ავიაკომპანიების დაინტერესება, ვისაც სახელმწიფო საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანას დაუკვეთავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ განახლდება ის პროექტი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში დაბრუნდებიან.

რეგულარული ფრენები პანდემიის გამო საქართველოს 21 მარტიდან შეწყვეტილი აქვს. კომერციულ ავიარეისებს "აირზენა" ასრულებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG