Accessibility links

პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ქალის დაწვა სცადა


მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელმაც 24 წლის ქალის დაწვა სცადა. განზრახ მკვლელობის მცდლების მუხლით ბრალდებულისთვის, პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. დაცვის მხარე გირაოს გამოყენების შუამდგომლობას აყენებდა.

პროკურორის თანახმად, ბრალდებული მისამართზე მკვლელობის მიზნით იყო მისული. მან ქალს, რომელიც სახლიდან გაიყვანა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მისი დაწვა სცდა წინასწარ შეძენილი ბენზინით.

ბრალდებულ შალვა გოგოლაძის ადვოკატი, გოჩა ხაჩიური საქმის მასალებზე დაყრდნობით ამბობს, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ბენზინი ავტომანქანაში ჩასასხმელად შეიძინა.

ადვოკატის განცხადებით ბრალდებული არც დაწვის, არც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს არ აღიარებს.

ბრალდება 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

30 ივნისს თბილისში კაცმა ქალის დაწვა სცადა. ქალი სხეულის 37%-ის დამწვრობით ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG