Accessibility links

არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ საზოგადოებას აცნობონ, რა წესები იქნება 15 ივლისის შემდეგ


არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობასა და პარლამენტს მოუწოდებენ, დროულად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია, რა წესები იქნება 15 ივლისის შემდეგ, როცა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", "სამართლიანი არჩევნები" და "ადამიანის უფლებათა ცენტრი".

"მიგვაჩნია, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების არსებობა/არ არსებობის თაობაზე საზოგადოების დროულ ინფორმირებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას საარჩევნო წელი და პროცესები ანიჭებს, ვინაიდან საარჩევნო პროცესის სრულფასოვანი წარმართვა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების უზრუნველყოფა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პანდემიასთან ბრძოლის საკანონმდებლო მოწესრიგებაზე", - აცხადებენ ორგანიზაციებში.

საქართველოს პარლამენტმა დაახლოებით ერთ თვის წინ, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე რამდენიმე საათით ადრე "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ​" კანონში ცვლილებები შეიტანა, რომლითაც მთავრობას კონსტიტუციური უფლებების ნაწილის შეზღუდვის უფლება მიეცა. მთავრობის წევრები აცხადებდნენ, რომ შეზღუდვების დაწესება ვირუსთან საბრძოლველად მნიშვნელოვანი იყო. ცვლილებებით ამ უფლებების შეზღუდვა მხოლოდ 15 ივლისამდეა შესაძლებელი. შესაბამისად, კორონავირუსის პანდემიის გამო გააგრძელებს თუ არა ხელისუფლება შეზღუდვების დაწესებას, უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG