Accessibility links

ნათია თურნავა ამბობს, რომ პარიზის რეისის შესასრულებლად ყველაფერს გააკეთებენ


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა 2 ივლისს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ პარიზიდან დაგეგმილ რეისს. მან გუშინ, ავიაკომპანიას, მოუწოდა, რომ შეწყტივოს შეუთანხმებელი რეისების დანიშვნა.

სააგენტო „ინტრეპრესნიუსთან“ საუბარში „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ ეკონომიკის მინისტრის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ კომპანიის ყველა რეისი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეთანმებულია და რომ, გარკვეულ გაუგებრობას აქვს ადგილი.

ჟურნალისტების შესაბამისი კითხის პასუხად კი ნათია თურნავამ დღეს აღნიშნა: „ბოკერიამ უკეთ იცის, ვინ ვისთან რას ათანხმებს, როგორც ჩანს, ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა“.

მისი სიტყვებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეთანხმებული იყო მთელი რიგი რეისები, მაგრამ პარიზის რეისი შეთანმებული არ ყოფილა.

„მაგალითად პარიზის რეისი, იყო ისეთნაირად გაყიდული ბილეთები, რომ ჩვენი ოფიციალური თანხმობა ამაზე გაცემული არ იყო, როდესაც ამსტერდამი, ვენა თელავივი იყო ჩვენთან სრულიად თანხმობაში... პარიზი ისე იქნა გაყიდული, რომ ჩვენთან არ მოხდა შეთანხება“, - განაცახდა ნათია თურნავამ.

მისი სიტყვებით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც ამ რეისში საკმაოდ მაღალი ფასი გადაიხადეს, ელოდებიან ამ რეისის შესრულებას. თურნავას თქმით, ამ რეისის უსაფრთხო შესრულება ახლა ხელისუფლებას გარკვეულ სირთულეს უქმნის, ვინაიდან, ის არის რეისის ორგანიზებაზე და მის უსაფრთხოდ შესრულებაზე პასუხისმგებელი, მაგრამ ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს რეისი „ან არ გადაიდოს ან დიდი ხნით არ გადაიდოს და დროულად შესრულდეს, ამავე ვმუშაობთ და ამაზე უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ განცხადებას“ ,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი რომან ბოკერია, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დაგეგმილი ჩარტერული რეისების ნებართვების და პარიზის რეისის შესახებ დეტალებს არკვევენ და დაზუსტებულ ინფორმაციას მიაწვდიან მედიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG