Accessibility links

ნიკა გვარამიას თქმით, მზადაა სუს-ს მოთხოვნილი მასალა გადასცეს


"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია მზადაა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადასცეს "კოვიდსტუსის გაყიდვაზე" მომზადებული მასალის დაუმონტაჟებელი ვერსია იმ სახით, რა სახითაც ახლა ის ტელევიზიაში ინახება. ამის შესახებ გვარამიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა.

"რაც გვაქვს, ყველაფერს მივცემთ. ამას ყოველთვის ასე ვაკეთებთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა... ზუსტად ვიცი, რომ თარგმანი სწორია. შეიძლება იქ ტექსტი უფრო გალიტერატურულებული, მაგრამ შინაარსი არის აბსოლუტურად ზუსტად გადმოცემული... ის, რომ ამ ხალხმა სუს-ში სხვა რამე თქვა, სულაც არ ნიშნავს, რომ თარგმანი არასწორია", - აცხადებს გვარამია.

დღეს, 2 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა და "მთავარ არხს" "კოვიდსტუსის გაყიდვაზე" მომზადებული მასალის დაუმონტაჟებელი ვერსია მოსთხოვა. უწყებაში აცხადებენ, რომ მათი გამოძიებით, არხმა 20 ივნისს გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი მოამზადა, რომელიც მასობრივ მაყურებელს აუწყებდა წინასწარ შეცნობით ყალბ ამბავს.

ამ მასალის ირგვლივ გამოძიება სუს-მა "საბიტაჟის საქმის" ფარგლებში დაიწყო. უწყებაში სიუჟეტში მონაწილე რესპონდენტები გამოკითხეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG