Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ ტელეკომპანია "კავკასიას" ინკასო დაადეს


ტელეკომპანია "კავკასიას" მფლობელი, ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ მის არხს 29 ათასლარიანი დავალიანების გამო ინკასო დაადეს. მფლობელი ინფორმაციას ფეისბუკის საშუალებით ავრცელებს.

"მადლობა ჩემო ძვირფასო სახელმწიფო... ელექტრონული ფორმით გაგზავნილი მოთხოვნა დავალიანების, მათ შორის ქონების გადასახადის ერთწლიან განწილვადებაზე უარყოფილია", - აღნიშნავს ის.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა "კავკასიას" სახელმწიფომ ინკასო დაადო. ასე მოხდა 2019 წლის მიწურულსაც. ინკასო იძულებითი ღონისძიებაა. ამ დროს სახელმწიფო დავალიანების დაფარვამდე ანგარიშზე ჩარიცხულ თანხას ამ ფინანსური ვალდებულებისთვის იყენებს.

ტელეკომპანია "კავკასიას" დირექტორი მაშინაც და ახლაც უთანასწორობასა და დიდი ტელევიზიების რამდენიმემილიონიან დავალიანებაზე მიუთითებს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიების ვალდებულებები ორ ნაწილად გაიყო: 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე არსებული დავალიანება - ანუ "ძველი ვალი" - და პირველი ოქტომბრის შემდეგ დაგროვებული დავალიანება - ანუ "მიმდინარე გადასახადი". მინისტრის თქმით, ვინც არ გადაიხდიდა მიმდინარე გადასახადს ყველას თანასწორად მოექცეოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG