Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოც. აგენტების გაფიცვა დროებით ჩერდება


სოც. აგენტებმა გაფიცვა დროებით გადაიფიქრეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას "სოლიდარობის ქსელის" იურისტმა დავით ომსარაშვილმა განუცხადა.

"ჯერჯერობით გაფიცვა ჩერდება, საგაფიცვო პერიოდში ვრჩებით, არგვაკმაყოფილებს ის, რაც მოგვცეს, შესაბამისად ვმუშაობთ სამუშაო ჯგუფით, რომელშიც იქნებიან პროფკავშირის წარმომადგენელი სოციალური აგენტები აგვისტოს ბოლომდე თუ არ იქნება", - ამბობს ის.

ასამდე სოციალური აგენტი დღეიდან უნდა გაფიცულიყო. მათი მოთხოვნაა სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

საქართველოში სულ 250-მდე სოციალური აგენტია. მათი ხელფასი 80 ლარია, ამას ემატება თითოეულ შევსებულ დეკლარაციაზე 4,8 ლარი. ისინი ამბობენ, რომ თბილისში დასაქმებული აგენტის ხელფასი ქალაქში 600 ლარამდე გამოდის, რაიონში კი 300-მდე.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა გუშინ, პირველ ივლისს განაცხადა, რომ სოც. აგენტების ხელფასები გაიზრდება. მისი თქმით, სოციალურ აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება 150 ლარით გაიზარდა და 250 ლარი გახდა. გარდა ამისა, 100 ლარით გაიზრდება უფროსი სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურებაც და 450 ლარის ნაცვლად 550 ლარი გახდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG